"რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს" - მედია - კვირის პალიტრა

"რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს" - მედია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტისას უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, CNN Turk-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეიძლება უკრაინის საკითხზე „საგზაო რუკის“ განსასაზღვრად შეხვედრა გამართონ.

შეგახსენებთ, დღეს ლვოვში გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

IPN