"მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადაცემის პირველი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

"მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადაცემის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ადა­მი­ა­ნი­დან ძაღლზე გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ძაღლს ვირუ­სი მისი პატ­რო­ნის­გან გა­და­ე­დო.

ჯან­მოს ლი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის იზო­ლა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჯან­მო ასე­ვე აფრ­თხი­ლებს ცხო­ვე­ლე­ბის პატ­რო­ნებს, რომ მათი ფე­კა­ლი­ე­ბი სიფრ­თხი­ლით გა­და­ყა­რონ, რათა შემ­ცირ­დეს სხვა ცხო­ვე­ლე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ძაღ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ვირუ­სის გა­და­ტა­ნა სხვა ძაღ­ლებ­ზე, ან ადა­მი­ან­ზე.

ცნო­ბის­თვის, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი" ვრცელ­დე­ბა კან­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტით და ასე­ვე, რო­დე­საც ვინ­მე ეხე­ბა ქსო­ვი­ლებს, რო­გო­რი­ცაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ტან­საც­მე­ლი, სა­წო­ლი, პირ­სა­ხო­ცი.

ამ დრო­ის­თვის "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ და­ახ­ლო­ე­ბით 35 000 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით. უმე­ტე­სო­ბა ევ­რო­პა­ში, ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში. და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის 12 შემ­თხვე­ვა.

ambebi.ge