"ჩვენი წესები აბუჩად აიგდეს, აუტანლად უგუნერები არიან" - ტურისტებმა ვენეციის არხში სერფინგი გადაწყვიტეს, რის გამოც დააჯარიმეს და ქალაქიდან გააძევეს - კვირის პალიტრა

"ჩვენი წესები აბუჩად აიგდეს, აუტანლად უგუნერები არიან" - ტურისტებმა ვენეციის არხში სერფინგი გადაწყვიტეს, რის გამოც დააჯარიმეს და ქალაქიდან გააძევეს

ვე­ნე­ცი­ის ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თულ არხში ორი სერ­ფე­რი ძრა­ვი­ა­ნი და­ფე­ბით ცუ­რავ­და, რაც კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა ქა­ლა­ქის მე­რის რის­ხვა გა­მო­იწ­ვია. ქა­ლა­ქის მთა­ვარ არხში წყლის ავ­ტო­ბუ­სებ­სა და ნა­ვებს შო­რის მო­ცუ­რა­ვე მა­მა­კა­ცე­ბი ვი­დე­ო­ზეც აღ­ბეჭ­დეს თვითმხილ­ვე­ლებ­მა და ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, მათ საქ­ცი­ელს ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა.

ვე­ნე­ცი­ის მერ­მა, ლუ­ი­ჯი ბრუ­ნა­რომ წყვი­ლის დას­ჯის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის მი­ხედ­ვით, ორი­ვე სერ­ფე­რი და­ა­კა­ვეს და და­ა­ჯა­რი­მეს.

"ფოილ სერ­ფინ­გი" სპორ­ტის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბაა და ხში­რად ამ სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ელექტროძ­რა­ვი­ან და­ფებს იყე­ნე­ბენ.

სერ­ფინ­გი, ასე­ვე კა­ნოე, ვე­ნე­ცი­ის დიდ არხზე აკ­რძა­ლუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აკ­რძალ­ვას ხელი არ შე­უშ­ლია ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე სერ­ფე­რე­ბის­თვის და ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში მა­ინც გა­ბე­დეს სერ­ფინ­გი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო