„მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის" - კვირის პალიტრა

„მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის"

თაკო ტაბატაძე უკვე წელიწადზე მეტია, რაც აქტიურ სამსახიობო ცხოვრებას ეწევა. მსახიობს რამდენიმე პროექტი ჰქონდა და ბოლოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა.

tako-tabatadz-1660831930.jpg

კარიერულ წარმატებასთან ერთად, თაკო ყურადღების ცენტრში პირადი ცხოვრების გამოც მოექცა, როდესაც გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ განაცხადა. მის მიმართ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.

tabatadze1.jpg

ამჯერად ის „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებსაც უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა.

„მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, სითბოსთვის“, - დაწერა ტაბატაძემ.

tako-tabata-1660831897.jpg

„რა ლამაზი გოგო ხარ“, „ყველგან გიცავთ, სადაც ვნახულობ თქვენზე პოსტს. ბედნიერი უნდა იყოთ აუცილებლად!“, „იყავი უბრალოდ ბედნიერი და ბოროტი ადამიანები ვერ გადაიტანენ ამას!”, – წერენ კომენტარებში.

marao.ge