"ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება" - კვირის პალიტრა

"ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება"

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის "დემილიტარიზაციას" ითხოვს.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება „სუიციდი“ იქნება.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის არეალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ საჭიროა შეთანხმება.

“ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ელექტროსადგურის ობიექტები ან მისი შემოგარენი არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე. სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაყვანილ იქნას ელექტროსადგურიდან. ადგილზე ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია”, - აღნიშნა გაეროს გენმდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"