"ყველაფერი გააკეთა ხალხმა, რომ ნეკა სრულიად გაენადგურებინათ როგორც ადამიანი და ქალი" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ყველაფერი გააკეთა ხალხმა, რომ ნეკა სრულიად გაენადგურებინათ როგორც ადამიანი და ქალი" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი?

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა აბა­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ხალ­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა იმის­თვის რომ ნე­კას შერ­ჩე­ნი­ლი გამ­ბე­და­ო­ბაც ჩა­ეკ­ლათ და სრუ­ლი­ად გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ რო­გორც ადა­მი­ა­ნი და ქალი, თუმ­ცა ნე­კამ აჩ­ვე­ნა რო­გორ უნდა იბ­რძო­ლო როცა ხარ მარ­თა­ლი და ხე­დავთ რო­გორ ფერ­მკრთალ­დე­ბა ნელ­ნე­ლა, სი­მარ­თლის ფონ­ზე, “ვარ­სკვლა­ვე­ბი” ამ ხალ­ხის თავ­ზე.

ასე რომ კი ლან­ძღავთ მას, მის ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერს, კი გვა­ფურ­თხებთ მის დამ­ცვე­ლებს, მაგ­რამ იცო­დეთ ჩვენ ვართ ამა­ყე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი რომ ვი­ცავთ სი­მარ­თლეს. ამის ფონ­ზე ყვე­ლა­ფე­რი დაძ­ლე­ვა­დია" - წერს ანა აბა­ში­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცა და მის მი­მართ გან­ხო­რი­ე­ლე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ზე­წო­ლა­ზე ისა­უბ­რა.

ambebi.ge