"ნიკაც და ივიკოც უიშვიათესი ბიჭები იყვნენ... ნიკა პირველი კურსიდან სტიპენდიატი იყო, მალე დაბადების დღე ჰქონდა" - რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი? - კვირის პალიტრა

"ნიკაც და ივიკოც უიშვიათესი ბიჭები იყვნენ... ნიკა პირველი კურსიდან სტიპენდიატი იყო, მალე დაბადების დღე ჰქონდა" - რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი?

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი გუ­შინ, გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი ნიკა და ივი­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და.

თორ­ნი­კე ყრუ­აშ­ვი­ლი, ნი­კას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი:

"ორი­ვე - ნი­კაც და ივი­კოც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უიშ­ვი­ა­თე­სი, ყვე­ლა­ნა­ი­რად კარ­გი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. ნი­კას უფრო კარ­გად ვიც­ნობ­დი და ასე­თი წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, მე­გობ­რუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. ძმებს ოჯა­ხიც სა­ნი­მუ­შო აქვთ. ნიკა 2019 წელს გა­ვი­ცა­ნი, როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხეთ (სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე) და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან დავ­მე­გობ­რდით, იმ დღი­დან ძმე­ბი­ვით ვი­ყა­ვით, ყვე­ლა­ფერ­ში ვუ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს. მერე კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბო­ლოს ერთ სამ­სა­ხურ­შიც ვმუ­შა­ობ­დით. ბოლო დროს ნიკა სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ე­რი იყო, გა­მო­კი­თხვებ­ზე მუ­შა­ობ­და “CRRS ჯორ­ჯი­ა­ში”.

ის ყვე­ლა­ნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, იყო სტი­პენ­დი­ა­ტი. სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბი იყო, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, თუ სხვა, ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებ­დით. არ შე­მიძ­ლია ნი­კა­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი, ჯერ კი­დევ არ ვარ გონ­ზე... რო­გორც ვიცი, უჯარ­მა მისი დე­დის სო­ფე­ლია და ყო­ველ წელს ჩა­დი­ოდ­ნენ პაპა-ბე­ბი­ას­თან. გუ­შინ­წი­ნაც ვე­სა­უბ­რე, უბ­რა­ლოდ, ეგ დე­ტა­ლი არ ვი­ცო­დი, მდი­ნა­რე­ზე რომ და­დი­ოდ­ნენ სა­ბა­ნა­ოდ. წელს მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, გუ­შინ არ მი­სა­უბ­რია ნი­კას­თან, არ შე­მო­სუ­ლა და ვერ მო­ვა­ხერ­ხე მო­კი­თხვა. ის­ვე­ნებ­და და არ გამ­კვირ­ვე­ბია. გააგრძელეთ კითხვა