"მოუთმენლად ველი უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა" - ვინ არის და რას წერს ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში? - კვირის პალიტრა

"მოუთმენლად ველი უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა" - ვინ არის და რას წერს ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში?

ის­რა­ელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ელჩი ჰყავს. ქალ­ბა­ტო­ნი ჰა­დას მე­ი­ცა­დი საქ­მი­ა­ნო­ბას უკვე შე­უდ­გა.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია და უაღ­რე­სად მო­ხა­რუ­ლი ვარ შე­ვუდ­გე ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი ელ­ჩის რან­გში.

ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბის მდი­და­რი ის­ტო­რია აქვთ. მო­უთ­მენ­ლად ველი სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ჩვე­ნი მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგომ გაღ­რმა­ვე­ბა­ში და ასე­ვე, უკეთ გა­ვიც­ნო ეს მშვე­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნა", - წერს ის­რა­ე­ლის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჰა­დას მე­ი­ცა­დი.

ელ­ჩის მოკ­ლე სა­მუ­შაო ბი­ოგ­რა­ფია: დღემ­დე 2009-2022 წლებ­ში ქალ­ბა­ტო­ნი მე­ი­ცა­დი ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, უფრო ადრე 2007-2010 წლებ­ში კი გახ­ლდათ ტო­კი­ო­ში ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩოს პრესმდი­ვა­ნი.

ასე­ვე 2006-2007 წლებ­ში იყო ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო სსაქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­დე­ტი. ელჩს აქვს თელ-ავი­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები