ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა
ნორა კვიციანი (არღვლიანი) მონაზვნად აღიკვეცა, ამის თაობაზე ინფორმაცია და ფოტოების მისი "ფეისბუქგვერდიდან" გავრცელდა. მას საეკლესიო სახელი დედა ქეთევანი ეწოდა.
შეგახსენებთ, 2006 წლის 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები ბატალიონ "მონადირის" ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით კოდორის ხეობაში შევიდნენ. 27 ივლისს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა კვიციანის და ნორა არღვლიანი დააკავეს, სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების საფუძველზე. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ.
ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მის სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.
ნორა არღვლიანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლა. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.