"ჩემი შვილის გამო ვიტანდი ყველაფერს, იქნებ გამოსწორდეს-მეთქი, მაგრამ ჩვენ არ გვიჯერებდა, მხოლოდ იმას უჯერებდა" - რას ამბობს ავლევში მოკლული ქალის მამა? - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის გამო ვიტანდი ყველაფერს, იქნებ გამოსწორდეს-მეთქი, მაგრამ ჩვენ არ გვიჯერებდა, მხოლოდ იმას უჯერებდა" - რას ამბობს ავლევში მოკლული ქალის მამა?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ავ­ლევ­ში, 29 წლის ქალი მე­უღ­ლემ გა­გუ­და. უც­ნო­ბია, რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მა­მის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა თა­ნა­სოფ­ლელ ბი­ჭებს თა­ვად გა­უმ­ხი­ლა, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა. რის შემ­დე­გაც ად­გილ­ზე მა­ლე­ვე მი­ვი­და პო­ლი­ცია და ის და­ა­კა­ვა.

"შვი­ლი გავ­ზარ­დე სა­ცო­და­ვად... კის­რის არე­ში აქვს და­ზი­ა­ნე­ბა, თვა­ლი აქვს ჩა­წით­ლე­ბუ­ლი, ხე­ლე­ბი გა­შა­ვე­ბუ­ლი. მაყ­ვლის საკ­რე­ფად წა­ვიდ­ნენ და ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და. ბი­ჭებს უნა­ხავთ იქ და უთ­ქვამს, - გოგო შე­მო­მაკ­ვდაო. იმათ აღარ გა­უშ­ვი­ათ, პო­ლი­ცი­აც მი­სუ­ლა ად­გილ­ზე. ჩემი შვი­ლის გამო ვი­ტან­დი ყვე­ლა­ფერს, იქ­ნებ გა­მოს­წორ­დეს- მეთ­ქი, მაგ­რამ ჩვენ არ გვი­ჯე­რებ­და, მხო­ლოდ იმას უჯე­რებ­და", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მამა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, შსს აცხა­დებს:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ავ­ლევ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნაც­ნო­ბი ქალი - თ.ჩ. გა­გუ­და. პო­ლი­ცი­ამ თ.კ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. და­კა­ვე­ბულს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნა.