მედიის ინფორმაციით, ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა მოხდა - კვირის პალიტრა

მედიის ინფორმაციით, ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა მოხდა

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში უპილოტო საფრენი აპარატით შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორზე, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, დრონი შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინის სახურავზე შეფრინდა. გავრცელებულ ი ინფორმაციით, თავდასხმამ აფეთქება გამოიწვია.