თურქეთში ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 21 ადამიანი - კვირის პალიტრა

თურქეთში ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 21 ადამიანი

თურქეთში, თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზაზე, საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავარიის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 მედპორსონალი, 2 ჟურნალისტი. დაშავებულია 21 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.