საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს - კვირის პალიტრა

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს

ძალიან ვწუხვართ თურქეთში მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გამო, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. საქართველო თქვენ გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთის გაზიანთეფის პროვინციაში, გაზიანთეფი-ნიზიფის გზაზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სახანძრო მანქანა და ჟურნალისტების ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

იხილეთ ასევე: თურქეთში ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 21 ადამიანი