"საოცარი გოგო იყო თინა, კეთილი, მხიარული... მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი - კვირის პალიტრა

"საოცარი გოგო იყო თინა, კეთილი, მხიარული... მაყვლის კრეფის დროს ჩვენი სოფლის მინდვრებიდან გაჰყვნენ გზას და ავლევში ასე მოხვდნენ" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ავ­ლევ­ში გუ­შინ სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 29 წლის ქალი მე­უღ­ლემ გა­გუ­და. უც­ნო­ბია, რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მა­მის თქმით, ცოლ-ქმა­რი მაყ­ვლის საკ­რე­ფად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი სო­ფელ ავ­ლევ­ში. ბრალ­დე­ბულ­მა თა­ნა­სოფ­ლელ ბი­ჭებს თა­ვად გა­უმ­ხი­ლა, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, რის შემ­დე­გაც ად­გილ­ზე მა­ლე­ვე მი­ვი­და პო­ლი­ცია და ის და­ა­კა­ვა.

სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქალი თინა ჩოჩ­ნი­ძეა, რო­მე­ლიც ხა­შუ­რი­დან, სო­ფელ ვა­ყა­დან იყო.

რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი გვიყ­ვე­ბა, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

"სა­ო­ცა­რი გოგო იყო თინა... თბი­ლი, კე­თი­ლი, მხი­ა­რუ­ლი. ჩემი სოფ­ლი­დან იყო, ვა­ყე­დან. მაყ­ვლის კრე­ფის დროს ჩვე­ნი სოფ­ლის მინ­დვ­რე­ბი­დან გაჰ­ყვნენ გზას და ავ­ლევ­ში ასე მოხ­ვდნენ. მის ქმარს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. შვი­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ, რამ­დე­ნა­დაც ვიცი." - ამ­ბობს ambebi.ge -სთან ნიკა მო­სი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ "ფე­ის­ბუქ­ში" შემ­დე­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ვაჰ, რა უბე­დუ­რე­ბაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თა­ნა­სოფ­ლე­ლია, ქმარ­მა იმ­სხვერ­პლა. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სენი გახ­და ეს სა­ში­ნე­ლი ქცე­ვა. რო­გორ ზრდით ბი­ჭებს? რა ჯან­და­ბას ას­წავ­ლით? რას ეუბ­ნე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ კა­ცია? ისევ თქვენ და­ლევთ მერე ქა­ლე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს. ფუ, რა­ნა­ი­რი ხალ­ხი ხართ. ძა­ლი­ან კე­თი­ლი და ძა­ლი­ან თბი­ლი გოგო იყო თინი" - და­წე­რა ნიკა მო­სი­აშ­ვილ­მა. (გააგრძელეთ კითხვა)