რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქალი - ვინ იყო და რას საქმიანობდა დარია დუგინა? - კვირის პალიტრა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქალი - ვინ იყო და რას საქმიანობდა დარია დუგინა?

მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში აფეთ­ქდა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მე­მარ­ჯვე­ნე რა­დი­კა­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი­სა და "რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს“ იდე­ო­ლო­გის, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, და­რია დუ­გი­ნა იჯდა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნას და­რია მარ­თავ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, აფეთ­ქდა ავ­ტო­მო­ბი­ლის ქვე­და ნა­წი­ლი, რის შემ­დე­გაც ცე­ცხლis ალში მთლი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ეხ­ვა. ის გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და გზატ­კე­ცილ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბას და­ე­ჯა­ხა.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შე­დე­გად, და­რია ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ქა­ლის ნაც­ნობ­მა ან­დრეი კრას­ნოვ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მან­ქა­ნა მა­მა­მისს, ალექ­სან­დრ დუ­გინს ეკუთ­ვნო­და.

რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი“ არი­ან. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც ქალი, ასე­ვე მისი მამა.

და­რია დუ­გი­ნა (პლა­ტო­ნო­ვა) მოს­კოვ­ში 1992 წლის 15 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და. 2015 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა. სწავ­ლის შემ­დეგ და­რია ცდი­ლობ­და გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მა­მის საქ­მე და ხში­რად კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს.

და­რია დუ­გი­ნა იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ევ­რა­ზი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, რო­მელ­საც მა­მა­მი­სი ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის გარ­და, ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ჟურ­ნა­ლის­ტი­კით. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უძღვე­ბო­და გა­და­ცე­მას სერ­გეი მარ­დან­თან ერ­თად რა­დიო "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და­ში“.

და­რია დუ­გი­ნა ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბის მო­ნა­წი­ლე. მან კარ­გად იცო­და ფრან­გუ­ლი ენა და ამის გამო, ხში­რად იწ­ვევ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში რო­გორც ექ­სპერტს საფ­რან­გე­თის პო­ლი­ტი­კის თე­მა­ზე.

და­რი­ას კვლე­ვის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სის პლა­ტო­ნის იდე­ე­ბის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა ძველ სამ­ყა­რო­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სწო­რედ მისი გავ­ლე­ნით და­უ­მა­ტა სა­კუ­თარ გვარს პლა­ტო­ნო­ვა.და­რია დუ­გი­ნა ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი. 2022 წლის ივ­ლის­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ და­რია დუ­გი­ნა (პლა­ტო­ნო­ვა) სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ "დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის“. იხილეთ სრულად