ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პო­ლი­ტი­ლოგ სერ­გეი მარ­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ლო­სო­ფო­სი ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას და­ღუპ­ვის შემ­დეგ, კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. მარ­კოვ­მა ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე და­წე­რა.

"უბე­დუ­რი ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი, ის ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია“, - აცხა­დებს პო­ლი­ტი­ლო­გი და ფი­ლო­სო­ფოსს ქა­ლიშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო სამ­ძი­მარს უცხა­დებს. (წყა­რო: /lenta.ru)

ზო­გი­ერ­თი რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ცნო­ბით, ალექ­სან­დრ დუ­გინს გუ­ლის შე­ტე­ვა გა­ნი­ვი­თარ­და, თუმ­ცა ეს ცნო­ბა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია.

ე.წ. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სე­პა­რა­ტის­ტი მმარ­თვე­ლის, დე­ნის პუშ­ლი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ცი­დენ­ტში "უკ­რა­ი­ნის რე­ჟი­მის ტე­რო­რის­ტე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და მათი სა­მიზ­ნე გო­გო­ნას მამა იყო.

BBC-ი წერს, რომ ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი ულტრა ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად ით­ვლე­ბა. მას :პუ­ტი­ნის ტვინ­საც“ უწო­დე­ბენ. თა­ვად და­რია დუ­გი­ნა კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ევ­რა­ზი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი იყო, რო­მელ­საც მა­მა­მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.