უკრაინაში აცხადებენ, რომ ომის შედეგად, ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 113.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

უკრაინაში აცხადებენ, რომ ომის შედეგად, ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 113.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

ომის შედეგად, უკრაინის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 113.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ კიევის ეკონომიკის სკოლის რეფორმების მხარდაჭერის პროექტების ხელმძღვანელმა მაქსიმ ნეფედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის კიდევ ერთი სფეროა ომის შემდგომი რეკონსტრუქციის საჭიროება.

როგორც მედია წერს, ამით დაკავებული არიან პროექტის - „რუსეთი გადაიხდის“ შემქმნელები, რისთვისაც ყველას შეუძლია მონაცემების მიწოდება რუსი ოკუპანტების მიერ მიყენებული ზარალის შესახებ.

მან დასძინა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებისა და დაზიანების ამსახველი ფოტოები, რომლებიც შეგროვდა უპილოტო საფრენი აპარატების და თანამგზავრების დახმარებით, ახლა აქტიურად ანალიზდება. აღნიშნული კი კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს მიყენებული ზიანის აღრიცხვა და დაზიანებული ქალაქების აღდგენის ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების შეთავაზება.

"ინტერპრესნიუსი"