"ანჯღრევდა და ბოლოს საპირფარეშოს კედელზე მიანარცხა" - ფოტოები, სადაც მედიის ცნობით, ის ფიზიკური დაზიანებები ჩანს, რომლებიც ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტმა მიაყენა - კვირის პალიტრა

"ანჯღრევდა და ბოლოს საპირფარეშოს კედელზე მიანარცხა" - ფოტოები, სადაც მედიის ცნობით, ის ფიზიკური დაზიანებები ჩანს, რომლებიც ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტმა მიაყენა

მე­დი­ა­ში ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის მიერ FBI-სთვის გა­და­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ფო­ტო­ებ­ზე ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი, რომ­ლე­ბიც 2016 წელს, კერ­ძო თვითმფრი­ნავ­ში ბრედ პიტ­მა ჩხუ­ბის დროს მი­ა­ყე­ნა.

ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მსა­ხი­ობს ხელ­ზე და იდაყ­ვზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აქვს.

ან­ჯე­ლი­ნამ გა­მო­ძი­ე­ბას უთხრა, რომ ნას­ვა­მი ბრედ პიტი მას თვითმფრი­ნა­ვის სა­პირ­ფა­რე­შო­ში უყ­ვი­რო­და, "თავ­ში მოჰ­კი­და ხე­ლე­ბი", ან­ჯღ­რევ­და, ბო­ლოს სა­პირ­ფა­რე­შოს კე­დელ­ზე მი­ა­ნარ­ცხა და უყ­ვი­რო­და, რომ ის იყო მათი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზე­ზი.

მათი ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც ჩვე­ნე­ბა­ში შეც­ვლი­ლია, სა­პირ­ფა­რე­შოს კარს მიღ­მა ტი­როდ­ნენ და ეკი­თხე­ბოდ­ნენ: "კარ­გად ხარ დე­დი­კო? ". სა­პა­სუ­ხოდ, პიტ­მა იყ­ვი­რა: "არა, დედა არ არის კარ­გად. ის ამ ოჯახს ანად­გუ­რებს. ის გი­ჟია", - წე­რია ჯო­ლის ჩვე­ნე­ბა­ში.

მსა­ხო­ბის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, ამა­ზე ერთ-ერ­თმა ბავ­შვმა უპა­სუ­ხა, დედა კი არა, შენ ხარ პრობ­ლე­მაო, რა­ზეც პიტი გაბ­რაზ­და და ბავ­შვის­კენ მირ­ბო­და, თით­ქოს შე­ტე­ვას აპი­რებ­და, რა დრო­საც ან­ჯე­ლი­ნა მას ეცა და ყელ­ზე მკლა­ვი შე­მო­აჭ­დო, მაგ­რამ ბრედ­მა თავი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა და ცოლი სკა­მებ­ზე მი­ა­ნარ­ცხა. ჯოლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მან ამ დროს წელ­სა და იდაყ­ვზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები