მარგარიტა სიმონიანი, დარია დუგინას აფეთქების შემდეგ, ისტერიკაშია - ის რუსეთის ხელისუფლებას კიევის დაბომბვას სთხოვს - კვირის პალიტრა

მარგარიტა სიმონიანი, დარია დუგინას აფეთქების შემდეგ, ისტერიკაშია - ის რუსეთის ხელისუფლებას კიევის დაბომბვას სთხოვს

და­რია დუ­გი­ნას აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი ის­ტე­რი­კა­შია - ის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი­ე­ვის და­ბომბვას სთხოვს

რუ­სუ­ლი და უკ­რი­ა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ რუსი პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი "რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს" მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გის, ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, სრულ ის­ტე­რი­კა­შია.

თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც სი­მო­ნი­ან­მა შე­ი­ტყო დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე და­წე­რა, რომ, უბ­რა­ლოდ, სი­ტყვე­ბი არ ჰქონ­და". შემ­დეგ კი და­ი­წყო მო­თხოვ­ნა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და­არ­ტყას კი­ევს. ჯერ კი­დევ ღა­მით, პრო­პა­გან­დის­ტი იმე­დოვ­ნებ­და, რომ დი­ლით იხი­ლავ­და სი­ახ­ლე­ებს უკ­რა­ი­ნის "და­ბომ­ბი­ლი" დე­და­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სი­მო­ნი­ა­ნი კი­დევ ერთხელ ის­ტე­რი­უ­ლად შე­ე­ვედ­რა კრემლს კი­ე­ვის­თვის და­ერ­ტყა. დი­ლას, კი რო­დე­საც პრო­პა­გან­დის­ტმა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ მისი ვედ­რე­ბა არა­ვის გა­უ­გო­ნია, აღი­ა­რა, რომ ეში­ნო­და. გააგრძელეთ კითხვა