"ორი თვე უშენოდ, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაც მივიღეთ..." - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი: რა გახდა მომღერლის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"ორი თვე უშენოდ, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაც მივიღეთ..." - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი: რა გახდა მომღერლის გარდაცვალების მიზეზი?

ივ­ნისს, 31 წლის ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. მე­გობ­რებ­მა მას შემ­დეგ, რაც მათ ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და, შინ მი­ა­კი­თხეს და სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს.

იმ­ჟა­მად გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის უამ­რა­ვი ვერ­სია გავ­რცელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ კო­ვი­დის შემ­დეგ ძვლის დაშ­ლა და­ე­მარ­თა. თუმ­ცა ლე­ვანს წინა დღეს კონ­ცერ­ტი ჰქონ­და, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა...

"ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მომ­ღერ­ლის დედა მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძე წერს, რომ უკ­ვე­მი­ი­ღო ეს­პერ­ტი­ზის პა­სუ­ხი:

"სა­ზა­რე­ლი დღე, ორი თვე უშე­ნოდ, ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო დას­კვნაც მი­ვი­ღეთ - ანევ­რიზ­მა... დიდ­ხანს ვი­კა­ვებ­დი თავს, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი... ლე­ვა­ნი­კოს ამ­ბა­ვი სოც. ქსე­ლით გა­ვი­გე, რა­მო­დე­ნი­მე სა­ა­თი არ იყო გა­სუ­ლი და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც” და­ა­ზუს­ტა” ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რის სა­ფუძ­ველ­ზე და რა­ტომ ვერ გე­ტყვით. ორი თვე გა­ვი­და და ლე­ვა­ნი­კოს სიმ­ღე­რა ყველ­გან ის­მის, ლე­ვა­ნი­კო­ზე ყველ­გან სა­უბ­რო­ბენ, ლე­ვან­ჩო ყვე­ლას ენატ­რე­ბა, ეს ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, ამას ხომ დამ­სა­ხუ­რე­ბა უნდა? უნდა და ამი­ტო­მაა, რომ ლე­ვა­ნი­კოს თაყ­ვა­ნის­მცე­ე­ბის რი­ცხვი ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა. არა­და, რო­გორ ოც­ნე­ბობ­და, რო­გორ უნ­დო­და ეს ასე ყო­ფი­ლი­ყო, ამი­ტომ არ და­ზო­გა სა­კუ­თა­რი თავი, ამი­ტომ ჩქა­რობ­და ყვე­ლა­ფერს... გა­ა­კე­თა... მი­აღ­წია... ჩუ­მად, თა­ვის­თვის... მოკ­რძა­ლე­ბულ­მა და უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სან­მა ისე, რომ ერთ “ცუდ “ ადა­მი­ან­საც არ და­უ­ტო­ვა რა­ი­მე სათ­ქმე­ლი. ჩემო ლე­ვა­ნო, დე, ასეა და რა ვქნა, მე­ა­მა­ყე­ბი ძა­ლი­ან კი არა სი­ტყვა­არ არ­სე­ბობს შე­სა­ფე­რი­სი რო­მე­ლიც შენ გე­კად­რე­ბა... ამი­ტო­მაც ვწერ და დავ­წერ შენ­თან მოს­ვლამ­დე".

ambebi.ge