ავტოავარია რუსეთში: გარდაცვლილია ყაზახეთის 16 მოქალაქე - რუსული მედია ტრაგედიის ადგილიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს - კვირის პალიტრა

ავტოავარია რუსეთში: გარდაცვლილია ყაზახეთის 16 მოქალაქე - რუსული მედია ტრაგედიის ადგილიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს

რუ­სეთ­ში, ული­ა­ნოვ­სკის ოლ­ქში უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რო­მელ­საც სულ ცოტა 16 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, რო­მე­ლიც 2 სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა, ყა­ზა­ხე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­ყო­ფებ­დნენ - სულ 18 ადა­მი­ა­ნი.

ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის თქმით, 3 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს უახ­ლო­ეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მათ­გან ერთი გარ­და­იც­ვა­ლა, ორის მდგო­მა­რე­ო­ბა კი უმ­ძი­მე­სია. რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­სა­ხე­ლა ავა­რი­ის მი­ზე­ზი, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი სატ­ვირ­თოს მძღოლ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მუხ­რუ­ჭე­ბა და და­არ­ტყა მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ მე­ო­რე სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა. შე­დე­გად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ორ სატ­ვირ­თოს შო­რის ჩა­ი­ჭე­და. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მარ­თლაც უმ­ძი­მე­სია ის კად­რე­ბი, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი მე­დია ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან ავ­რცე­ლებს. წყა­რო

ambebi.ge