პრემიერის ბრძანებით, ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ - ადგილზე ჩავიდა თავდაცვის მინისტრიც - კვირის პალიტრა

პრემიერის ბრძანებით, ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ - ადგილზე ჩავიდა თავდაცვის მინისტრიც

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით და ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, პრო­ცეს­ში თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ჩა­ერ­თნენ. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას ხელი მო­ა­წე­რა.

ვი­თა­რე­ბის გა­სა­ცო­ბად ად­გილ­ზე ჩა­ვი­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე.

ად­გილ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მხა­რის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლი.

ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვა­ბის­ხე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტყე­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 250-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ებ­რძვის. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის 3 ვერ­ტმფრე­ნი. სა­მუ­შა­ო­ებს ძლი­ე­რი ქარი და რთუ­ლი კლდო­ვა­ნი რე­ლი­ე­ფი არ­თუ­ლებს.

ბორ­ჯომ­ში ტყის მა­სივ­ში ხან­ძა­რი გუ­შინ გაჩ­ნდა.