"რუსებთან ბრძოლა ორი მიმართულებით გრძელდება" - უკრაინის გენშტაბი - კვირის პალიტრა

"რუსებთან ბრძოლა ორი მიმართულებით გრძელდება" - უკრაინის გენშტაბი

რუს ოკუპანტებთან ბრძოლები კრამატორსკისა და ბახმუტის მიმართულებით გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ვოლინის, პოლესკის და სევერსკის მიმართულებებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მტერმა არტილერიით დაბომბა კატერინივკას ტერიტორია და სუმის ოლქის სოფელ ობოდი.

„ხარკოვის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა სვეტლიჩნის, სლატინის, პიტომნიკის, პეტროვკას, სენდის, გუსაროვკას, მოსპანოვეს, კოლოდეზნოისა და პრიშიბის მახლობლად ტერიტორიები.

სლავიანსკის მიმართულებით, მტერმა სცადა შეტევის განხორციელება დოლგენკოე - დიბროვნოეს, ბრაჟკოვკა - ნოვაია დმიტროვკას მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენერალური შტაბის ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა რაზდოლევკას, გრიგოროვკას, ვერხნეკამენსკის, დრონოვკასა და სერებრიანკას მახლობლად. მტერი ცდილობს შეტევას სპორნოე - ვესელეს მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით, მტერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან ცეცხლი გაუხსნა სოლედარის, ზაიცევოსა და ბელოგოროვკის დასახლებების ტერიტორიებს, ახორციელებდა შეტევას ვერშინა - კოდემადს და გლადოსოვო - კოდემას მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. სტრიაპოვკა - სოლედარის, პოკროვსკოე - ბახმუტის, ტრავნევოე - კოდემა, სემიგორიე - ზაიცევოსა და გლადოსოვო - კურდიუმოვკა მიმართულებებით საომარი მოქმედებები გრძელდება.

ავდიივკას მიმართულებით, მტერმა არტილერიით დაბომბა მარინკას, პესკის, ავდიივკასა და ნეველსკოეს ახლომდებარე ტერიტორიები. ის ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას რამდენიმე დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს დოროჟნიანკას, ნოვოსელკასა და მალაია ტოკმაჩკას ტერიტორიებზე. მოწინააღმდეგე წინ მიიწევდა მაკაროვკა - ვრემივკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

IPN