"უწოდეთ მას ქართველი ან, უბრალოდ, გამოცხადება" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი? - კვირის პალიტრა

"უწოდეთ მას ქართველი ან, უბრალოდ, გამოცხადება" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი?

სე­რია A-ს მე­ო­რე ტურ­ში "ნა­პო­ლიმ" სახ­ლში "მონ­ცა" 4:0 გა­ა­ნად­გუ­რა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. ქარ­თვე­ლის თა­მა­ში კლუ­ბის სა­იტ­მა ასე შე­ა­ფა­სა:

"მა­რა­დო­ნას სტა­დი­ონ­ზე, "ნათ­ლო­ბი­სას" ნე­ა­პო­ლის ცის­ფერ ცაზე, ვარ­სკვლა­ვი და­ი­ბა­და. მას ძნე­ლად წარ­მო­სათ­ქმე­ლი გვა­რი და უსა­ზღვრო ნიჭი აქვს. ქარ­თვე­ლი თა­მა­შის და­წყე­ბი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი მზე­რით ანა­თებს სცე­ნას და ბურ­თის სუფ­თა აბ­რე­შუ­მი­სებ­რი ალერ­სით გა­აქვს გოლი. შემ­დეგ კუ­პი­დო­ნის (სიყ­ვა­რუ­ლის ღმერ­თი რო­მა­ულ მი­თო­ლო­გი­ა­ში) ისა­რი­ვით იჭ­რე­ბა ნე­ა­პო­ლელ­თა გუ­ლებ­ში.

მე­სა­მე ისევ კვა­რამ გა­ი­ტა­ნა - ყი­ნუ­ლის თვა­ლე­ბის მქო­ნე ოქ­როს ბიჭ­მა და კრის­ტა­ლურ­მა ტა­ლან­ტმა. უწო­დეთ მას ქარ­თვე­ლი ან, უბ­რა­ლოდ, გა­მო­ცხა­დე­ბა. ეს "მა­რა­დო­ნა­ზე" ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დი­დე­ბის პირ­ვე­ლი სა­ღა­მოა. ის­ტო­რია უკვე კალ­მით იწე­რე­ბა".

შე­გახ­სე­ნებთ, კვა­რა­ცხე­ლი­ამ იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ველ 2 მატჩში 3 გოლი გა­ი­ტა­ნა და 1 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა.

Sportall.ge