ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული - კვირის პალიტრა

ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობა და ახლაც გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი, 300-მდე მეხანძრე - მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 წარმომადგენელი.

ადგილზე ასევე იმყოფებიან თავდაცვისა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი ტყის მასივში ორი დღის წინ გაჩნდა.

IPN