"რუსეთს სულ უფრო უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება, დონბასში თავისი რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად" - კვირის პალიტრა

"რუსეთს სულ უფრო უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება, დონბასში თავისი რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად"

უკრაინულმა სოციალურმა არხებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ნაჩვენები იყო თვითგამოცხადებული “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” სამხედრო ნაწილის ელემენტები, რომლებიც უარს აცხადებენ შეტევით ოპერაციებში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების შეფასებით, რუსეთს, სავარაუდოდ, სულ უფრო უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება, დონბასში თავისი რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად.

„მებრძოლები აცხადებდნენ, რომ მათ უკვე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა ლუგანსკის ოლქზე კონტროლის მოპოვებით და არ სურდათ ბრძოლა მეზობელ დონეცკის რეგიონში - მეთაურებისგან მუქარის მიუხედავად.

რუსეთს, სავარაუდოდ, სულ უფრო უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება, დონბასში თავისი რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად. მეთაურები, სავარაუდოდ, პირდაპირ ფინანსურ წახალისებას მიმართავენ, ხოლო ზოგიერთი საბრძოლო ნაწილი შეტევითი ოპერაციებისთვის არასაიმედოდ ითვლება. ამ პრობლემების თანმიმდევრული ხელშემწყობი ფაქტორია რუსეთის მიერ ომის კლასიფიკაცია, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, განახორციელოს სამართლებრივი იძულების ღონისძიება“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

IPN