"საკუთარ შვილსაც არ ვაპატიებ რუსებთან უბრალო კოლაბორაციასაც კი, რა დროს დუგინის შვილია, უკრაინელ ხალხს ბავშვებიანად ხოცავენ" - კვირის პალიტრა

"საკუთარ შვილსაც არ ვაპატიებ რუსებთან უბრალო კოლაბორაციასაც კი, რა დროს დუგინის შვილია, უკრაინელ ხალხს ბავშვებიანად ხოცავენ"

ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან 2017 წელს წავი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. ექსმი­ნის­ტრი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რობს და რო­გორც სამ­შობ­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აფა­სებს. ამ­ჯე­რად რუსი ფი­ლო­სო­ფო­სის, კრემ­ლის იდე­ო­ლო­გის ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის - და­რი­ას და­ღუპ­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა...

კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი:

"სა­კუ­თარ შვილს არ და­ვინ­დობ და არ ვა­პა­ტი­ებ რუ­სებ­თან უბ­რა­ლო კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­საც კი, რა დროს დუ­გი­ნის შვი­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხს ბავ­შვე­ბი­ა­ნად ხო­ცა­ვენ!

ყი­ჟი­ნას და მო­ძა­ხილს რაც შე­ე­ხე­ბა, ხან­ჯლუ­რის ცეკ­ვის დრო­საც კი არ მიყ­ვარს ყი­ჟი­ნა, არამც თუ ვი­ღა­ცა რუ­სის ლე­შის ჩა­ძაღ­ლე­ბი­სას. თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მო­ზო­მი­ლი კაცი ვარ მე, გე­ნაც­ვა­ლე!"

შე­გახ­სე­ნებთ, პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რის, ცნო­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი იდე­ო­ლო­გის ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი 20 აგ­ვის­ტოს, მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბი­სას, და­ი­ღუ­პა.