"უკრაინაში მიმდინარე ომი ვლადიმერ პუტინის ყველაზე ცუდ, კოშმარულ სცენარად გადაიქცა" - რას ამბობს ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური - კვირის პალიტრა

"უკრაინაში მიმდინარე ომი ვლადიმერ პუტინის ყველაზე ცუდ, კოშმარულ სცენარად გადაიქცა" - რას ამბობს ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური

ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაურის, რიჩარდ დენატის მტკიცებით, რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებული ომი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა.

„ვფიქრობ, ომი სრულიად განსხვავებულად წარიმართა, ვიდრე ვლადიმერ პუტინი წარმოიდგენდა. ეს არის, ალბათ, მისი ყველაზე ცუდი სცენარი, მისი კოშმარული სცენარი.

თუ ექვსი თვის წინ პერიოდს, 24 თებერვალს დავუბრუნდებით, ის რაც მას გათვალისწინებული ჰქონდა და რასაც საერთაშორისო მედია ელოდა, იყო ელვისებური დარტყმა ბელარუსიდან კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დასამხობად, კიევში რეჟიმის შეცვლა, მთავრობის შეცვლა და უკრაინა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცეოდა“, - განაცხადა რიჩარდ დენატმა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და რუსებს მოუწიათ გადაეხედათ იმისთვის, რის განხორციელებასაც ცდილობდნენ.

IPN