"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - ქეთა თოფურიას ქმარი ისევ თბილისშია: რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე? - კვირის პალიტრა

"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - ქეთა თოფურიას ქმარი ისევ თბილისშია: რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე?

იტა­ლი­ა­ში სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს შემ­დეგ, ქეთა თო­ფუ­რია, ქმარ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ ძენ­გო­ვი, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც რამ­ზან კა­დი­რო­ვის მრჩე­ვე­ლი, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად ჩა­მო­დის. ცნო­ბი­ლია, რომ თო­ფუ­რი­ამ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, წყნეთ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აგა­რა­კი აი­შე­ნა. ძენ­გო­ვის თბი­ლის­ში ყოფ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი, მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას“ აქ­ტი­ვის­ტმა მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"კა­დი­რო­ვე­ლი" ძენ­გო­ვი, რო­მელ­საც ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი აქვს დარ­ღვე­უ­ლი (აფხა­ზეთ­ში იყო რამ­დენ­ჯერ­მე) ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტს, ან­ტი­პუ­ტი­ნისტ გორ­დონს ეს მთავ­რო­ბა სა­ზღვრი­დან აძე­ვებს. აი, მეტი რო­გორ უნდა თქვას ამ მთავ­რო­ბამ, რომ რუ­სია.

პ.ს. ძენ­გო­ვი ქეთა თო­ფუ­რი­ას ქმა­რია, ქე­თაც გვერ­დზე ეჯდა. ვერ მო­ვა­ხერ­ხე უბ­რა­ლოდ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა", - წერს მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები