"ვის ეყოფა სულის ძალა, ამ ტკივილს გაუმკლავდეს..." - ჩოხატაურში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ვის ეყოფა სულის ძალა, ამ ტკივილს გაუმკლავდეს..." - ჩოხატაურში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ჩო­ხა­ტა­ურ­ში, მე­თერ­თმე­ტე კლა­სელ და­ვით ხა­ბე­იშ­ვილს დენ­მა დარ­ტყა და გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას “გუ­რია ნი­უს­თან” ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ დაბ­ლა­ცი­ხე­ში ლე­ვან ცინ­ცა­ბა­ძე ადას­ტუ­რებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დე­ნის დარ­ტყმის შემ­დეგ, ბიჭი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე და­ღუ­პუ­ლი იყო.

და­ვით ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჩო­ხა­ტა­უ­რის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის სამ­რევ­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

“ჩემი გული, სკო­ლის ღირ­სე­ბა და თავ­მო­წო­ნე­ბა, სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი…

ვის ეყო­ფა სუ­ლის ძალა,ამ ტკი­ვილს გა­უმკლავ­დეს… ჩემო თბი­ლო და­დუ­ჩია…” - წერს ნანა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ambebi.ge