"ჩემი ქალიშვილი ჩემ თვალწინ სასტიკად მოკლეს, თუმცა ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გაგვტეხს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქალიშვილი ჩემ თვალწინ სასტიკად მოკლეს, თუმცა ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გაგვტეხს"

რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი თავისი ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობას პირველად გამოეხმაურა.

როგორც პუტინის რეჟიმის მხარდამჭერმა ფილოსოფოსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, მისი შვილი "უკრაინის ნაცისტურმა რეჟიმმა" მოკლა.

"მოგეხსენებათ, უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 20 აგვისტოს, მოსკოვის მახლობლად, "ტრადიციის" ფესტივალიდან დაბრუნებისას, ჩემი ქალიშვილი, დარია დუგინა ჩემ თვალწინ, აფეთქებით სასტიკად მოკლეს. ის იყო მშვენიერი მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. ის არასდროს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ.

ის გზის დასაწყისში მყოფი ამომავალი ვარსკვლავი იყო. რუსეთის მტრებმა ზიზღით, მალულად მოკლეს ის... თუმცა ჩვენ, ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გაგვტეხს. მათ ჩვენი ნების ჩახშობა ჩვენგან საუკეთესო და ყველაზე დაუცველთა მიმართ განხორციელებული სისხლიანი ტერორით ჩახშობა სურდათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ჩვენი გული უფრო მეტისკენ სწრაფვის, ვიდრე უბრალო შურისძიებაა. ეს ძალიან მდაბიო და არარუსულია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო, ამიტომ გთხოვთ, გაიმარჯვეთ!

მისი აღზრდა გმირად გვსურდა. დაე ახლა მან შთააგონოს ჩვენი სამშობლოს შვილები გმირობისკენ“, - დაწერა ალექსანდრ დუგინმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც აფეთქდა მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

"ინტერპრესნიუსი"