"მადლობა, ხვიჩა!..30 წლიანი ემიგრაციის ფონზე, ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა" - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი? - კვირის პალიტრა

"მადლობა, ხვიჩა!..30 წლიანი ემიგრაციის ფონზე, ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა" - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი?

"ნა­პო­ლის" მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ სე­რია A-ს მე­ო­რე ტურ­შიც გა­მო­ი­ჩი­ნა თავი - "მონ­ცას­თან" სა­ში­ნაო მატ­ჩის 35-ე წუთ­ზე მან შო­რი­დან ულა­მა­ზე­სი დარ­ტყმით ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი და­ა­წი­ნა­უ­რა, მე­ო­რე გოლი კი ოსი­მენ­მა კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში გა­ი­ტა­ნა.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ "ნა­პო­ლი" იგებ­და - 2:0.

მე­ო­რე ტა­იმ­ში, 62-ე წუთ­ზე ხვი­ჩამ კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ჩი­ნა თავი და დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. სა­ჯა­რი­მო­ში მცვე­ლე­ბი გა­ა­ბი­თუ­რა და გო­ლიც შე­აგ­დო. კვა­რა­ცხე­ლია 70-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს. შეხ­ვედ­რის და­სას­რულს კო­რე­ელ­მა მცველ­მა კიმ მინ­მა თა­ვუ­რით და­ლაშ­ქრა დი გრე­გო­რი­ოს კარი და "ნა­პო­ლიმ" კვლავ და­მა­ჯე­რებ­ლად 4:0 იმარ­ჯვა.

იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ ემოციურ "ფეისბუქპოსტს" უძღვნის:

"კვარაცხელიამ, ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა რაც სამშობლოში დაბრუნება!!!ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!!!"მეც ქართველი ვარ"!!! ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!!!30 წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა!!!მადლობა ხვიჩა!"- წერს ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში.