ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა - რას წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა - რას წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში?

დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი უაღრესად საინტერესოა სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მთავრობის მეთაური კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს შეხვდა.

"დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

"ინტერპრესნიუსი"