ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინას სიმამაცისთვის ორდენი მიანიჭა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინას სიმამაცისთვის ორდენი მიანიჭა

რუ­სე­თის პრე­ზი­დეტნ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ფი­ლო­სო­ფოს და კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ იდე­ო­ლოგ ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის შვილს, და­რია დუ­გი­ნას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ორ­დე­ნი გა­და­ე­ცა.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, დუ­გი­ნას ორ­დე­ნი "გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცის­თვის" მი­ა­ნი­ჭეს.

"და­ჯილ­დოვ­დეს და­რია დუ­გი­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცი­სა და თავ­და­დე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა­ში.

და­რია დუ­გი­ნა 20 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს და­ი­ღუ­პა. ის მარ­თავ­და მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც აფეთ­ქდა მოს­კო­ვის ოლ­ქში, ოდინ­ცო­ვოს რა­ი­ონ­ში, მოჟა­ის­კის გზატ­კე­ცილ­ზე. წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, მან­ქა­ნა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამოქ­მედ­და. რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მათ და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნეს. რო­გორც "ეფ-ეს-ბე" აცხა­დებს, და­რია დუ­გი­ნა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქემ, ნა­ტა­ლია ვოვ­კიმ მოკ­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, ვოვ­კი, მა­ნამ­დე "აზო­ვის პოლ­კის" წევ­რი იყო.

უკ­რა­ი­ნა უარ­ყოფს კავ­შირს და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან.

წყარო: ამბები.ჯი