ბუბა კიკაბიძემ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი აჩუქა - "ის დიდი ადამიანი და ჩვენი დიდი მეგობარია!" - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძემ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი აჩუქა - "ის დიდი ადამიანი და ჩვენი დიდი მეგობარია!"

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "უნი­ა­ნი"ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღე­რალ ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძე­ზე წერს, რომ მან 84 წლის იუ­ბი­ლე­ზე მო­წყო­ბი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის შე­მო­სავ­ლით უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი უყი­და.

ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, გე­ნე­რალ დაშ­კე­ვი­ჩის სა­ხე­ლო­ბის 26-ე სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­დამ გა­ავ­რცე­ლა.

"გუ­ლი­თა­დი მად­ლო­ბა ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს, იმ ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლის­თვის, რო­მელ­საც გული სტკი­ვა უკ­რა­ი­ნის გამო და ისურ­ვებს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას რუს ოკუ­პან­ტებ­ზე", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. მა­თი­ვე ცნო­ბით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი უკვე ჩა­იყ­ვა­ნეს უკ­რა­ი­ნა­ში და მალე გა­დას­ცე­მენ სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­დას.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბის სი­ტყვებს არ იშუ­რე­ბენ კო­მენ­ტა­რებ­ში:

"მად­ლო­ბა ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს!" "დიდი მად­ლო­ბა ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის!" "ის დიდი ადა­მი­ა­ნი და ჩვე­ნი დიდი მე­გო­ბა­რია!"