"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ!" - როგორ გაუშვილეს ჭიათურელ ოჯახს ვაჟი: დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები - კვირის პალიტრა

"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ!" - როგორ გაუშვილეს ჭიათურელ ოჯახს ვაჟი: დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები

"40 წლის წინ ჭი­ა­თუ­რის სამ­შო­ბი­ა­რო­ში "გარ­დაც­ვლი­ლი" და თბი­ლი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­დან გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი... დე­დას 40 წელი ატი­რეს შვი­ლი და ჩვენ ცო­ცხა­ლი მი­ვუყ­ვა­ნეთ! ამა­ზე ვინ აგებთ პა­სუხს, ვინ?“ - წერს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ ხვდე­ბი­ან დედა-შვი­ლი პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს. შემ­თხვე­ვა შარ­შან მოხ­და, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლისტ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ჯგუ­ფის "ვე­ძებ“ სა­შუ­ა­ლე­ბით კი­დევ ერ­თმა დედა-შვილ­მა იპო­ვა ერ­თმა­ნე­თი...

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

- ეს ამ­ბა­ვი შარ­შან მოხ­და. ის­ტო­რია ასე­თია - ჭი­ა­თუ­რა­ში დე­დამ ბიჭი გა­ა­ჩი­ნა და უთხრეს, რომ ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ბიჭი გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში, კა­მო­ზე. მშვი­ლე­ბელ მშობ­ლებს უთხრეს, რომ ბავ­შვი დე­დამ და­ტო­ვა და შე­იყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი იყო და უთხრეს, აერ­ჩი­ათ. მშვი­ლებ­ლებ­მა ეს ბიჭი აირ­ჩი­ეს. რო­დე­საც ბავ­შვი მოჰ­ყავ­დათ, უარი ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის მა­გი­ერ და­ა­წე­რი­ნეს მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­როს და­რაჯს. მაგ­რამ აღ­მზრდე­ლებ­მა იცოდ­ნენ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის გვა­რე­ბი.

რო­დე­საც ჯგუ­ფი გა­ვა­კე­თეთ, გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბი­ჭის მე­უღ­ლე დაგ­ვი­კავ­შირ­და და მოგ­ვიყ­ვა ქმრის ის­ტო­რია. ოღონდ ქალ­მა არ იცო­და, რომ მისი ქმა­რი ჭი­ა­თუ­რა­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, რად­გან სა­ბუ­თებ­ში თბი­ლი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. რო­დე­საც ის­ტო­რია ჯგუფ­ში დავ­წე­რეთ, მსგავ­სე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა ძმამ, ერ­თმა­ნეთს მარ­თლაც ჰგავ­დნენ და მხო­ლოდ ამ მსგავ­სე­ბის გამო გა­ა­კე­თეს გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი... მო­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი.

ახლა ეს ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს...

- თა­მუ­ნა, ხში­რად წერთ, მსგავს ის­ტო­რი­ებ­ზე, რო­დე­საც დე­დას უთხრეს, რომ შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და რე­ა­ლუ­რად ბავ­შვი გა­ყი­დეს... აქამ­დე ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი თუ დამ­დგა­რა? გააგრძელეთ კითხვა