"გმი­რი მშობ­ლე­ბის გმი­რი და­თი­კო" - ავარიისას დაშავებული დათი ქოქრაშვილის ახალი ფოტო: რას წერს ოჯახის ახლობელი - კვირის პალიტრა

"გმი­რი მშობ­ლე­ბის გმი­რი და­თი­კო" - ავარიისას დაშავებული დათი ქოქრაშვილის ახალი ფოტო: რას წერს ოჯახის ახლობელი

შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავა­რი­ი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი დათი ქოქ­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი თეა ცხა­და­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­თის ახალ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს: "გმი­რი მშობ­ლე­ბის გმი­რი და­თი­კო" .

და­თის ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ვა­რა­უ­დოდ, სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნენ.

რო­გორც დათი ქოქ­რაშ­ვი­ლის დე­დამ, ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ბავ­შვს სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი რის­კე­ბი არ აქვს და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"ამ ეტაპ­ზე, გა­და­უ­ნერ­გეს კანი და ვე­ლო­დე­ბით შე­დეგს, რამ­დე­ნად მი­ი­ღებს ორ­გა­ნიზ­მი. ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი აქვს, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია",- აღ­ნიშ­ნავს ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, 8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი 31 მარტს, დი­ლით და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბულს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 5 ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მას მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.