"უნდა გავაგრძელოთ საფასურის გაზრდა და ზეწოლა პუტინზე და მის ხელშემწყობებზე" - ბლინკენი - კვირის პალიტრა

"უნდა გავაგრძელოთ საფასურის გაზრდა და ზეწოლა პუტინზე და მის ხელშემწყობებზე" - ბლინკენი

აუცილებელია გავაგრძელოთ დაჟინებული მტკიცება, რომ ყირიმი არის უკრაინა, ისევე როგორც დონეცკი და ლუგანსკია უკრაინა და ამჟამად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყველა ნაწილი არის უკრაინა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საფასურის გაზრდა და საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე და მის ხელშემწყობებზე, სანამ უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენული ქვეყნის უფლებები არ იქნება პატივცემული“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა დასძინა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ძალისხმევა ჰუმანიტარული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე როგორც უკრაინელებისთვის მეტი მხარდაჭერის გაწევის კუთხით.

IPN