"ვაჭმევდით და უეცრად გაითიშა, ძირს მოწყვეტით დავარდა..." - მამა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის - კვირის პალიტრა

"ვაჭმევდით და უეცრად გაითიშა, ძირს მოწყვეტით დავარდა..." - მამა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

მურ­ცხვა­ლა­ძე­ე­ბის შშმ პი­რე­ბის ოჯა­ხი ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ცნო­ბი­ლია. ოჯა­ხის მამა გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე მძი­მე დი­აგ­ნო­ა­ზის მქო­ნე შვილ­ზე გვე­უბ­ნე­ბა, რომ წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დრო ჯა­ბას ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე თა­ვის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს. ზა­ფხუ­ლი, მით უფრო... აგ­ვის­ტო აუ­ტა­ნე­ლი სი­ცხის გამო ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დია მის­თვის.

- ამ დროს ყვე­ლა­ზე ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ, რად­გან მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა, მის ორ­გა­ნიზ­მში ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა და ბევ­რი სხვა ცუდი რამ გა­მო­იწ­ვი­ოს. ად­რეც გი­თხა­რით, - კრუნ­ჩხვე­ბის შემ­დეგ უკვე გულყრაც და­ე­წყო. კრუნ­ჩხვის დროს მა­ინც არ ეცე­მა ძირს, გულყრი­სას - მო­წყვე­ტით ვარ­დე­ბა.

გუ­შინ ძა­ლი­ან შეგ­ვე­შინ­და, ისე­თი რამ მოხ­და... აბა­ნო­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ვაჭ­მევ­დით და უეც­რად გა­ი­თი­შა, ძირს მო­წყვე­ტით და­ვარ­და და თავი სა­წო­ლის კი­დეს დაკ­რა. ეს მის­თვის იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ 30 წლის არის და სულ 4-5-ჯერ მაქვს მისი ხმა­მა­ღა­ლი ტი­რი­ლი მოს­მე­ნი­ლი. იმ­დე­ნი და ისე იტი­რა, გულს რომ ამო­გი­ღებ­და და გა­გიგ­ლეჯ­და, გო­დე­ბა­სა­ვით ტი­რი­ლი იყო. ძნე­ლია ამის ატა­ნა...

- მისი მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამ ეტაპ­ზე რა ხდე­ბა?

- ჯა­ბას თავ­ში, იცით, რომ კის­ტო­ზუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბია, რომ­ლე­ბიც მინ­დო­და, მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად გა­წო­ვი­ლი­ყო, მაგ­რამ, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამას ვერ­ცერ­თი სა­ზღვარ­გა­რე­თის კლი­ნი­კა ვერ იღებს თა­ვის თავ­ზე. თურ­ქეთ­ში 2-ჯერ მყავ­და და პირ­და­პირ, გა­მოკ­ვე­თი­ლად და გარ­კვე­ვით მი­თხრეს, რომ ოპე­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს და ახლა უკვე მკურ­ნა­ლო­ბა­საც ვერ ჰკი­დე­ბენ ხელს... ეს კის­ტა უკვე ისე­თი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ფეს­ვგად­გმუ­ლია, ვი­საც მე­დი­ცი­ნას­თან რა­ი­მე შე­ხე­ბა აქვს და ეს სფე­რო იცის, მიხ­ვდე­ბა. არის ერთი დიდი კის­ტა, თით­ქმის ფორ­თოხ­ლი­სო­დე­ნა და მის სი­ახ­ლო­ვეს ათე­უ­ლო­ბით მრა­ვა­ლი კის­ტო­ზუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი. რად­გა­ნაც ტვი­ნის უჯრე­დებ­შია, ვე­რა­ფერს უხერ­ხე­ბენ.

- რას აპი­რებთ?

- უნდა გაგ­რძელ­დეს ისევ ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბა ად­რინ­დე­ლი მე­თო­დით, რი­თაც და რო­გორც ადრე ვმკურ­ნა­ლობ­დით. ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი და გულყრის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბიც ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბია სა­ჭი­რო, რათა ვი­ცო­დეთ, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც უფალს ვთხოვ, შე­მაძ­ლე­ბი­ნოს და მა­ცო­ცხლოს. ამ ინ­სულ­ტი­სა და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გამო, დი­ა­ბე­ტიც და­მე­მარ­თა და ბოლო გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე კი­დევ უა­რე­სი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე... გააგრძელეთ კითხვა

სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ ჯა­ბას:საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ხომ­ლი" ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000162421607

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7420136080100007 თი­ბი­სი ბან­კი. მიმ­ღე­ბი: გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე.

ან­გა­რი­ში: GE57TB7080645064300028

ლი­ბერ­თი ბან­კი. ბან­კის კოდი: LBRTGE22 მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE04LB0711186007624000