"ჰეითერები" ჩემი ყველაზე კარგი "პიარშიკები" არიან: რაც უფრო მეტ ცუდ კომენტარს მიწერენ, უფრო მეტად პოპულარული ვხდები" - კვირის პალიტრა

"ჰეითერები" ჩემი ყველაზე კარგი "პიარშიკები" არიან: რაც უფრო მეტ ცუდ კომენტარს მიწერენ, უფრო მეტად პოპულარული ვხდები"

ქრისის რეპი და პირადი ცხოვრება

ქართველი რეპერის - ქრისის სიმღერები საკმაოდ პოპულარულია. ახლახან მან ინტერნეტში ახალი სიმღერა გამოაქვეყნა, რომელიც საზოგადოებამ მალევე აიტაცა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სულ 2 სამაგალითო რეპერი მყავს: ერთი - ემინემია და მგონი, ახსნა არ სჭირდება, თუ რატომ, მეორე კი - ზაზა - ახსნა არც ამას სჭირდება, თუმცა შემიძლია, დავამატო, რომ ალბათ, ზაზა ამერიკაში რომ დაბადებულიყო, მსოფლიოში ბევრად ცნობილი იქნებოდა, ვიდრე ემინემია, ის 100%-ით მასზე გენიალურია"...

image00002-1661329177.jpeg

"ჰეითერები" ჩემი ყველაზე კარგი "პიარშიკები" არიან: რაც უფრო მეტ ცუდ კომენტარს მიწერენ, უფრო მეტად პოპულარული ვხდები. ისე, შევამჩნიე, რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი და კეთილი ადამიანები ასე მასობრივად არ უყვართ. თავდაპირველად "ჰეითერებს" ყურადღებას ვაქცევდი, ახლა კი წამითაც არ ვღიზიანდები, რადგან ჩემმა ხალხმა ზუსტად იცის, ვინ ვარ და როგორი - დასამალი არაფერი მაქვს".

"შეყვარებული მყავდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელი მთხოვა - აღარ მყავს შეყვარებული. ახლა საქმრო მყავს. მგონი, მისი ვინაობა ყველასთვის ცნობილია - ზაზა ნოზაძე, იგივე რეპერი SF-x. თითქმის 5 წელია, ერთად ვართ, იქიდან 3 - ერთად ვცხოვრობთ. ზაზა საუკეთესოა. ის არის ადამიანი, ვისაც ამდენი წელი ველოდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი