"არ ვაპირებთ გადახდას... ველოდები ოლიგარქის კლიპში სტაფილოს გამოჩენისთვის როდის დაგვაჯარიმებენ" - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებთ გადახდას... ველოდები ოლიგარქის კლიპში სტაფილოს გამოჩენისთვის როდის დაგვაჯარიმებენ"

"მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია აცხა­დებს, რომ არ გა­და­იხ­დი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის და­კის­რე­ბულ ახალ ჯა­რი­მას - 118 689 ლარს.

"პირ­ველ რიგ­ში ხაზ­გა­სას­მე­ლია ის, რომ კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ჯა­რი­მეს ევ­რო­პის მხარ­დამ­ჭე­რი კლი­პის­თვის, რაც არ მიკვრის, რა თქმა უნდა, მი­თუ­მე­ტეს ისი­ნი ამ შანსს ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებ­დნენ რად­გან, ჩვე­ნი ისე­დაც მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დაგ­ვამ­ძი­მონ, მი­თუ­მე­ტეს პირ­და­პი­რი მუ­ქა­რაც მო­ვის­მი­ნეთ, რომ თუ კი­დევ ასე გა­ვაგ­რძე­ლეთ და კი­დევ ერთი პრო­ევ­რო­პუ­ლი კლი­პი მოხ­დე­ბა ჩვენს ეთერ­ში, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ლი­ცენ­ზია ჩა­მოგ­ვარ­თვან. ესეც არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, უფრო მე­ტიც ვე­ლო­დე­ბი, აი, ჩვენ­თან, რომ ოლი­გარ­ქის კლი­პი გა­დის, იქ რომ სტა­ფი­ლო ჩანს, აი, იმ სტა­ფი­ლოს­თვის რო­დის დაგ­ვა­ჯა­რი­მე­ბენ. არ არის პრობ­ლე­მა, ჩვენ არ ვა­პი­რებთ ამ ჯა­რი­მის გა­დახ­დას. გა­ვა­სა­ჩივ­რებთ, რო­გორც წინა შემ­ხვე­ვა­ში და ვნა­ხოთ შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბე­ქა­უ­რის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ჩი­ვა­რი გა­ნი­ხი­ლა, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და "მთა­ვა­რი არხი" 118 688 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა, ხოლო "ფორ­მუ­ლა" და "ტვ პირ­ვე­ლი" წე­რი­ლო­ბით გა­აფრ­თხი­ლა. "შინ ევ­რო­პის­კენ" ვი­დე­ორ­გო­ლი 24 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის­თვის მომ­ზად­და.

ambebi.ge