"ბათუმის მერიას არ მოეწონა ოკუპაციის ხსენება" - სოფო ხალვაშს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

"ბათუმის მერიას არ მოეწონა ოკუპაციის ხსენება" - სოფო ხალვაშს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებენ

დღეს, უკ­რა­ი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნას, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ულო­ცა­ვენ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, დღეს ბა­თუმ­ში სა­ოც­რე­ბა­თა მო­ე­დან­ზე აქ­ტი­ვის­ტებ­მა კონ­ცერ­ტი და­გეგ­მეს, სა­დაც სიმ­ღე­რებ­თან ერ­თად ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი უნდა გა­სუ­ლი­ყო.

"მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის მე­რი­ამ კონ­ცერ­ტის სცე­ნა­რი მო­ი­თხო­ვა და მას შემ­დეგ, რაც გა­არ­კვი­ეს, რომ კონ­ცერ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბიც უნდა გა­სუ­ლი­ყო, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მოს­თხო­ვეს, რომ სცე­ნა­ზე არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო ფრა­ზა, რუ­სე­თი, რო­გორც ოკუ­პან­ტი, რად­გან ეს ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და... ასე­ვე მო­ი­თხო­ვეს სცე­ნარ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა.

მას შემ­დეგ, რაც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და ბა­თუ­მის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ შედ­გა, მე­რი­ამ ბა­თუ­მის სა­ოც­რე­ბა­თა მო­ე­დან­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ სცე­ნა­ზე თავ­სა­ხუ­რი და­უშ­ვა... ამ ეტაპ­ზე იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სცე­ნა მთე­ლი ზა­ფხუ­ლია იქ დგას და მას­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბა...

აქ­ტი­ვის­ტი ნიკა ქა­ში­ბა­ძე, რო­მე­ლიც სა­ღა­მოს ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია, მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ: "ბა­თუ­მის მე­რი­ას არ მო­ე­წო­ნა ოკუ­პა­ცი­ის ხსე­ნე­ბა... ჩვენ შევხდვით სოფო ხალ­ვაშს და ავუხ­სე­ნით, რომ ეს არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბა­ვი და მის­გან მი­ვი­ღეთ თან­ხმო­ბა, ბო­ლოს კი პი­რო­ბა წა­მოგ­ვი­ყე­ნა, ან ვი­დე­ო­ებს გა­ვუშ­ვებ­დით, ან სცე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბო­და... ჩვე­ნი აზ­რით, ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბო­და, კონ­ცერ­ტზე უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ვი­დე­ო­ე­ბის არ­გაშ­ვე­ბა.."

დღეს კონ­ცერ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სცე­ნის და­მონ­ტა­ჟე­ბა გა­და­წყვი­ტეს, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა ბა­თუ­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ხელ­ძღვა­ნე­ლი და სცე­ნის დე­მონ­ტაჟს ითხოვს. მისი თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს თუ არ ექ­ნე­ბათ მე­რი­ის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა, სცე­ნას დაშ­ლი­ან და ამის უფ­ლე­ბა აქვთ.

სოფო ხალ­ვა­ში ამ­ჟა­მად ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს და ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ნე­ბარ­თვა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის. გააგრძელეთ კითხვა