"მარტო ამერიკაში და კანადაში საქართველოდან თვეში 20-30 ბავშვი გაჰყავდათ და ყიდდნენ... ბევრ დედას ამ დროს შვილი გარდაცვლილი ეგონა..." - კვირის პალიტრა

"მარტო ამერიკაში და კანადაში საქართველოდან თვეში 20-30 ბავშვი გაჰყავდათ და ყიდდნენ... ბევრ დედას ამ დროს შვილი გარდაცვლილი ეგონა..."

ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ შეიტყო, რომ გამზრდელი დედა მისი ბიოლოგიური დედა არ არის, ამიტომ მბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. დაახლოებით ორი წლის წინ შექმნა ფეისბუქ ჯგუფი სახელით - „ვეძებ“, რომ მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ბიოლოგიური მშობლები და შვილები ეპოვათ. ამ ჯგუფის მეშვეობით, რომელშიც 160 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, უკვე ძალიან ბევრმა დედამ იპოვა შვილი, დედმამიშვილებმა ერთმანეთი და ა.შ. ასევე ფარდა აეხადა ბევრ უმძიმეს საიდუმლოს თუ ამბავს, დადასტურდა არერთი ფაქტი, როცა ბიოლოგიურ მშობლებს უთხრეს, ვითომ მათი ახალშობილები მშობიარობისას გარდაიცვალნენ, სინამდვილეში კი პატარები გაყიდეს.

თამუნამ მორიგი ასეთი ამბავი გააცნო საზოგადოებას - 1990-იან წლებში ამერიკაში გაყიდულ გოგონას აღმზრდელმა მამამ უამბო, რომ სინამდვილეში დედამისს უთხრეს, თითქოს ის გარდაიცვალა და ცნობაზეც მოაწერინეს ხელი. ახლა შეიტყო მისმა ბიოლოგიურმა დედამაც, რომ სინამდვილეში შვილი ცოცხალია... ამ მორიგ შემაძრწუნებელ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ტელეწამყვანმა ლაივ-ჩართვა მიუძღვნა ამ თემას.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თამუნა ამტკიცებს, რომ საქართველოში ბავშვების უკანონო, მასიური გაშვილება 1960-იანი წლებიდან იწყება და 2005 წლამდე გრძელდება. მეტიც, მისი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ექიმების, გინეკოლოგების, ბებიაქალების გარკვეული ნაწილი დღემდე ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს.ძიებამ ბევრი იძულებით დაშორებული დედა-შვილი შეახვედრა ერთმანეთს, ბევრისთვის კი საკმაოდ რთული გამოდგა ეს პროცესი და ძიებას დღემდე განაგრძობს. თამუნამ საჯაროდ ისაუბრა ბევრ კონკრეტულ ისტორიაზე, ფაქტებზე და საზოგადოებას არაერთი დაფარული დეტალი გაუმხილა, თუ სად და როგორ ხდებოდა ბავშვების მოტყუებით, იძულებით გაშვილება.

- თითქმის ორ წელია არსებობს ფეისბუქ ჯგუფი „ვეძებ“, სადაც არაერთი გაშვილებული და მოპარული ბავშვი ვიპოვეთ. არაერთი მოპარული შვილი მივუყვანეთ დედას, რომელსაც ის გარდაცვლილი ეგონა. ბავრმა არ იცის, ამიტომ დღევანდელ ისტორიას საჯაროდ მოვყვები. ვეცდები, ოჯახური დეტალები სააშკარაოზე არ გამოვიტანო... გააგრძელეთ კითხვა