"ჩემი პერსპექტივები შეუძლებლად შემცირდა... გაუმარჯოს სოჭს და სევასტოპოლს" - რას წერს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც მის ქმარს კანადამ სანქციები დააკისრა - კვირის პალიტრა

"ჩემი პერსპექტივები შეუძლებლად შემცირდა... გაუმარჯოს სოჭს და სევასტოპოლს" - რას წერს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც მის ქმარს კანადამ სანქციები დააკისრა

ვა­სი­ლი ბროვ­კო, კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტის, თინა კან­დე­ლა­კის ქმა­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი და როს­ტე­კის სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის დი­რექ­ტო­რი, კა­ნა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სან­ქცი­რე­ბულ­თა ახალ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

სან­ქცი­რე­ბულ­თა 62-კა­ცი­ა­ნი სია კა­ნა­დის მთავ­რო­ბის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

თა­ვად თი­ნამ ეს სი­ახ­ლე იუ­მო­რით მი­ი­ღო და "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე ირო­ნი­ა­ნა­რე­ვი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:"მაშ, მას შემ­დეგ, რაც კა­ნა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩემი ქმა­რი შე­იყ­ვა­ნა სან­ქცი­ე­ბის ახალ სი­ა­ში და მის გა­რე­შე მე არ ვის­ვე­ნებ, ჩემი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი შე­უძ­ლებ­ლად შემ­ცირ­და.

ნუ გა­მაფ­რენთ ახლა ჩემს შა­ლე­ში კვე­ბეკ­ში კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით. არ ჩავ­ჯდე­ბი ჩემს ექ­ვსმეტ­რი­ან "მა­ი­ბახ­ში,"რომ არ და­ი­ნა­ხოთ, რო­გორ გვე­სალ­მე­ბი­ან კა­ნა­დე­ლი მსა­ხუ­რე­ბი მე და ჩემს ქმარს.

გა­უ­მარ­ჯოს სოჭს, ყი­რიმს და სე­ვას­ტო­პოლს!“ - წერს კან­დე­ლა­კი.

წყარო