"უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“ - ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა - კვირის პალიტრა

"უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“ - ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად უკრაინაში ჩავიდა.

"დაუნინგ სტრიტის“ ცნობით, ბორის ჯონსონი კიევში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში იმყოფება.

"უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“, - განაცხადა ჯონსონმა.

"რაც ხდება უკრაინაში, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს კიევში", - წერს ჯონსონი ტვიტერში.

"ინტერპრესნიუსი"