თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.

მსვლელობაში, რომელიც საერთაშორისო კამპანიის #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) ფარგლებში ტარდება, უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები იღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერთდროულად მსოფლიოს 24 ქვეყანასა და 51 ქალაქში ტარდება.

"ინტერპრესნიუსი"