ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში 8 ჰექტარზე ხანძარი ლიკვიდირებულია - კვირის პალიტრა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში 8 ჰექტარზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად წიწვოვანი ტყის მიმდებარედ რამდენიმე კერაზე დაიწვა ბალახი, ბუჩქები, ეკალ-ბარდი და მცირე ზომის ხეები დაახლოებით 8 ჰექტარზე.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

IPN