"შევხვდებით მანდ, რამე კარგ სიხშირეზე..." - დიჯეი "დინჯი" 50 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"შევხვდებით მანდ, რამე კარგ სიხშირეზე..." - დიჯეი "დინჯი" 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

1990-იანი წლების, თბილისში პოპულარული რადიოს - "რადიო 105"-ის ერთგულ მსმენელებს კარგად ახსოვთ გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე დიჯეი - "დინჯი"...

რადიო და საკლუბო დიჯეი არჩილ ბუბუტეიშვილი "რადიო 105"-ში 1990-იანი წლების ბოლოს მუშაობდა, გარკვეული პერიოდი კი - რადიო "პალიტრაში" და სხვა ორგანიზაციებში.

ბოლო პერიოდში, იგი მძიმე სენს ებრძოდა და 50 წლის ასაკში გარდაიცვალა...

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი - ნიკა რამიშვილი - "დრუპი" ავრცელებს:

"დინჯი წავიდა... ჩემი ძმა!... შევხვდებით მანდ, რამე კარგ სიხშირეზე... ჩემს მოსვლამდე რასაც დაითრევ...

დროებით, დინჯო! მიყვარხარ!...", - წერს იგი.

"კვირის პალიტრის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს "დინჯის" ოჯასა და ახლობელებს...

დი­ჯეი "დინ­ჯის" ambebi.ge-სთან მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ

ნიკა რა­მიშ­ვი­ლი, "დრუ­პი", ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი:

- მე და "დინ­ჯი" "რა­დიო 105“-დან ერ­თად მოვ­დი­ვართ. "105“-ის მე­რეც, როცა ჯგუ­ფი და­ი­შა­ლა, სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რი გვქონ­და, მაგ­რამ მა­ინც სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. ახ­ლაც ახალ რა­დი­ო­ზე ვმუ­შა­ობ­დით, რა­შიც "დინ­ჯი" ში­ნი­დან, რო­გორც შე­ეძ­ლო, გვეხ­მა­რე­ბო­და, ტექ­ნი­კურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გვი­წევ­და.

სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, მაგ­რამ ეს სიმ­სივ­ნეც ხომ მარ­ცხდე­ბა. ამი­ტომ ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, თან გუ­რუ­ლი, გა­და­რე­უ­ლი კაცი იმე­დი­ა­ნად იყო/ მოკ­ლედ, გვე­გო­ნა, რომ მო­ე­რე­ო­და... ამის მერე თუ ამ სფე­რო­ში რა­მეს გა­ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფერს "დინ­ჯის მი­ვუ­ძღვნი... ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ რა­დიო ჩემი საყ­ვა­რე­ლი სფე­რო და საქ­მეა. აქამ­დე რა­დი­ო­ში "დინ­ჯის" გა­რე­შე ნა­ბი­ჯი არ გა­და­მიდ­გამს. ამი­ტომ, მის სა­ხელ­ზე რა­ღაც კარ­გი მინ­და, რომ გა­ვა­კე­თო...

ზაალ წუ­ლუ­კი­ძე, ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი:

- ძა­ლი­ან მხნედ იყო, მაგ­რამ... ბო­ლოს რომ მივ­წე­რე და მო­ვი­კი­თხე, რამ­დე­ნი­მე დღე არ მი­პა­სუ­ხა. მერე ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­მო­მიგ­ზავ­ნა. ცოტა ტკი­ვი­ლი მაქვს, ვერ ვწერ და მირ­ჩევ­ნია, ასე შე­გეხ­მი­ა­ნოო. ხმაც შეც­ვლი­ლი ჰქონ­და, არ იყო იმ დი­ჯეი "დინ­ჯის" ხმა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ვი­ცით...

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა­ში მისი ეთე­რე­ბის მოს­მე­ნამ მი­ბიძ­გა, რომ რა­დი­ო­ში და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა. საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მსმე­ნე­ლე­ბი­სად მი­მი­მარ­თვა, პა­ტი­ვის­ცე­მა, - ეს მარ­თლა გა­მო­არ­ჩევ­და მას. მი­მაჩ­ნია, რომ არ­ჩილ ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი იყო სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე. თუკი არის ღირ­სე­უ­ლი, გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ახა­ლი პან­თე­ო­ნი, სა­დაც ისი­ნი იკ­რძა­ლე­ბი­ან, პი­რა­დად ჩემი, ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის, ზაალ წუ­ლუ­კი­ძის აზ­რია, "დინ­ჯი" იმ პან­თე­ონ­ში და­იკ­რძა­ლოს და მი­ე­გოს შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვი. გააგრძელეთ კითხვა