იანუკოვიჩის ვაჟს 300 მილიონზე მეტი გრივნა ჩამოართვეს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს - რას აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში? - კვირის პალიტრა

იანუკოვიჩის ვაჟს 300 მილიონზე მეტი გრივნა ჩამოართვეს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს - რას აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში?

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "უნი­ა­ნის" ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის ექ­სპრე­ზი­დენტ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის ვა­ჟის, ალექ­სან­დრეს 300 მი­ლი­ონ­ზე მეტი გრივ­ნა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლებს გა­და­ე­ცა. ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე გავ­რცე­ლე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"გაქ­ცე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის 300 მი­ლი­ონ­ზე მეტი გრივ­ნა გა­და­ე­ცა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს. ლა­პა­რა­კია "უკ­რა­ი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის­თვის" გა­ყი­ნულ სახ­სრებ­ზე. ბან­კის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი 2011 წლი­დან იყო ექ­სპრე­ზი­დენ­ტის უფ­რო­სი ვაჟი ალექ­სან­დრე ია­ნუ­კო­ვი­ჩი...

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბის დღი­დან, გენპ­რო­კუ­რო­რის ოფი­სის პრო­კუ­რო­რებ­მა და­ი­წყეს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვა. ახლა სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა გა­და­ე­ცეს ეს თან­ხე­ბი უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს. 304 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა უკვე ჩა­ი­რი­ცხა სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“, - გა­ნა­ცხა­დეს უკ­რა­ი­ნის გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ამბები.ჯი