"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს - კვირის პალიტრა

"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს

რო­გორც ირ­კვე­ვა, 23 აგ­ვის­ტოს, რუსი პრო­პა­გან­დის­ტის, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, სამ­ძიმ­რის სხვადასხვა წე­რი­ლ­თან ერ­თად, ლე­ვან ვა­სა­ძის წე­რი­ლიც წა­ი­კი­თხეს, რომ­ლის სრუ­ლი ვერ­სი­აც ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ ვებგ­ვერდ tsargrad.tv-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც ვი­დე­ო­დან ჩანს, ლე­ვან ვა­სა­ძე წა­რად­გი­ნეს, "და­რი­ას და ოჯა­ხის ახლო მე­გო­ბა­რად" და ასე­ვე ადა­მი­ა­ნად, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თო მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იცავს".

წე­რილ­ში ლე­ვან ვა­სა­ძე ამ­ბობს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი პრობ­ლე­მე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და ზემო იმე­რეთ­შია. ვა­სა­ძე წუხს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, რუ­სეთ­ში ჩას­ვლა და და­რია დუ­გი­ნას მშობ­ლებ­თან ყოფ­ნა ვერ შეძ­ლო.

"იმ ღა­მეს ცუ­დად მე­ძი­ნა, მდი­ნა­რე ყვი­რი­ლას ხე­ო­ბი­დან ქარი ქრო­და... დი­ლით, ლი­ტურ­გი­ის­თვის მზა­დე­ბი­სას, დავ­ხე­დე ტე­ლე­ფონს და მწუ­ხა­რე­ბის­გან გა­ვი­ყი­ნე. ნა­ნა­ხი სა­ში­ნე­ლე­ბა მე­უღ­ლეს ძლივს გა­ვუმ­ხი­ლე, ატი­რე­ბუ­ლი დავ­ტო­ვე და, არც მახ­სოვს ისე, ტა­ძარ­ში გა­ვი­ქე­ცი, რათა მე­გობ­რის ქა­ლიშ­ვი­ლის სუ­ლის­თვის მე­ლო­ცა.

გა­ვი­და დღე­ზე მეტი და მე გამ­ბე­და­ო­ბა არ მყოფ­ნის კვლა­ვაც, რომ მის მშობ­ლებ­თან დავრე­კო... და აი, ძლივს ვწერ ამ მწირ სტრი­ქო­ნებს. ასე მა­ინც", - წერს ვა­სა­ძე.

ის ახ­სე­ნებს ექსთავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პოსტს, რო­მელ­შიც წერ­და, - რო­გორც იქნა, დუ­გინს ვა­სა­ძეს­თან მე­გობ­რო­ბა გა­მო­ად­გე­ბა, ქა­ლიშ­ვი­ლის ქელეხ­ზე ეყო­ლე­ბა თა­მა­დაო... ვა­სა­ძე ამა­ტებს, სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი თავ­და­ვის ექს მი­ნის­ტრ "დე­მო­ნუ­რი და­უნ­დობ­ლო­ბით" გა­მო­ირ­ჩე­ო­დაო...

"ეს იგი­ვე მოღ­ვა­წეა, რო­მელ­მაც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა რუ­სებს, რო­დე­საც თქვა, რომ ისი­ნი სვა­მენ ფე­კა­ლი­ებს, რის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე წლით აკ­რძა­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტის იმ­პორ­ტი", - უპა­ტა­კებს ვა­სა­ძე ოკუ­პან­ტებს სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

"ეს მა­გა­ლი­თი, რრო­მე­ლიც ხსე­ნე­ბის ღირ­სიც არაა, კარ­გად აღ­წერს იმ და­ყო­ფას, რო­მე­ლიც ყო­ველ ერ­შია: და­ყო­ფა ადა­მი­ა­ნე­ბად და არა­ა­და­მი­ა­ნე­ბად, იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ვინ ვართ ეროვ­ნე­ბით: ქარ­თვე­ლი, რუსი, უკ­რა­ი­ნე­ლი, ებ­რა­ე­ლი, სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი თუ იგი­ვე ან­გლო­საქ­სე­ბი", - წერს ვა­სა­ძე.

მისი თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მოკ­ლუ­ლი და­შას მა­მას ვინ­მემ სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და ამის გამ­კე­თებ­ლე­ბის შვი­ლებ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბით რომ შეს­თა­ვა­ზოს, ის ამ აზრს აუ­ცი­ლებ­ლად, რო­გორც არა­ა­და­მი­ა­ნურს... "წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის ვერ იქ­ნე­ბო­და დიდი რუსი ფი­ლო­სო­ფო­სი, ვერ იქ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნი", - და­ას­კვნის ის.

"შარ­შან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ლო­გი­კით, დაშა დუ­გი­ნას უნდა და­ე­წე­რა ჩემ­ზე მო­გო­ნე­ბე­ბი, თუმ­ცა ზე­ცამ სხვაგ­ვა­რად გა­და­წყვი­ტა და ის წა­იყ­ვა­ნა... მის მშობ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს კი მო­უვ­ლი­ნა გა­მოც­და, რო­მელ­ზე უა­რე­სიც არ არ­სე­ბობს.

ეს ან­გე­ლო­ზი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის მა­ო­ცებ­და მა­მის გაღ­მერ­თე­ბით: ფი­ლო­სო­ფია ქალ­თა ხვედ­რი არაა, მაგ­რამ და­შას გა­მორ­ჩე­ულ­მა პი­როვ­ნე­ბამ გა­და­ლა­ხა ეს შე­ზღუდ­ვაც და მო­ა­ხერ­ხა ასე ად­რე­ულ ასაკ­ში გამ­ხდა­რი­ყო სრუ­ლი­ად თვითმყო­ფა­დი ფი­ლო­სო­ფო­სი. მისი მშვე­ნი­ე­რე­ბა და გამ­ჭრი­ა­ხო­ბა გამ­სჭვა­ლუ­ლი იყო სამ­შობ­ლოს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით. ის ამის­თვის ცხოვ­რობ­და, ამის­თვის ქმნი­და..." - წერს ის. გააგრძელეთ კითხვა